ბრიტანეთმა და საფრანგეთმა, ახალ ზელანდიაში მომხდარი ტერაქტის გამო, მეჩეთების უსაფრთხოება გააძლიერეს
საფრანგეთისა და დიდი ბრიტანეთის სამართალდამცავი სტრუქტურები, ახალ ზელანდიაში მომხდარი ტერაქტის შემდეგ, მეჩეთებთან პატრულირებას ამკაცრებენ. დიდი ბრიტანეთის ანტიტერორისტული დანაყოფის ხელმძღვანელის, ნილ ბასუს განცხადებით, პოლიცია პარტნიორებთან ერთად, რელიგიურ ობიექტებთან საფრთხის მონიტორინგს მუდმივ რეჟიმში ახორციელებს და ხალხის უსაფრთხოებას უზრუნველყოფს. ბასუმ ახალი ზელანდიის პოლიციას მხარდაჭერა გამოუცხადა.
“დღეს ჩვენ გავაძლიერეთ პატრულის რაოდენობა მეჩეთებთან ახლოს და მუდმივ კავშირზე ვართ ყველა რელიგიურ თემთან”, – აცხადებს ბასუ. ახალი ზელანდიის პოლიციას მხარდაჭერას საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრი, კრისტოფერ კასტანერიც უცხადებს. კასტანერის თქმით, ქვეყანაში გამკაცრებულია რელიგიური ადგილების მონიტორინგი.
“პრევენციის სახით, მე მაშინვე მოვუწოდე ჩვენს პრეფექტებს მზადყოფნისკენ და ვთხოვე, რომ რელიგიური ადგილების მონიტორინგი გაემკაცრებინათ. ასევე, კონფესიურ ადგილებში პატრულირება უზრუნველყოფილი იქნება”,- განაცხადა კასტანერმა.