ერდოღანი: ახალი ზელანდიის ტერაქტი მსოფლიოში გამძაფრებული ისლამოფობიისა და რასიზმის მაგალითია

“თავდასხმა ახალი ზელანდიის მეჩეთში – ეს მსოფლიოში გამძაფრებული ისლამოფობიისა და რასიზმის მაგალითია”, – ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ ტაიფ ერდოღანმა განაცხადა.
“ცალსახად განვიკითხავ ტერაქტს მუსულმანების მიმართ, რომლებიც ლოცვის დროს ჩაცხრილეს ახალ ზელანდიაში. ვწყევლი თავდამსხმელებს. ვუსამძიმრებ დაღუპულების ახლობლებსა და ნათესავებს. სამწუხაროდ, ეს კიდევ ერთი მაგალითია, მსოფლიოში რასიზმის და ისლამოფობიის გამძაფრებისა. პირადად და მთელი ერის სახელით ვუსამძიმრებ ახალი ზელანდიის მოსახლეობას და ყველა მუსლიმს”, – წერს ერდოღანი სოციალურ ქსელში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები