ჟურნალისტ ჯამალ ხაშოგის მკვლელობის საქმეზე “ინტერპოლი” 20 ადამიანს ეძებს

“ინტერპოლმა” 20 ადამიანზე “წითელი ბარათები” დააგზავნა, ისინი ჟურნალისტ კამალ ხაშოგის მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით იძებნებიან.
ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო “Reuters”, თურქეთის იუსტიციის სამინისტროზე დაყრდნობით, ავრცელებს.
საუდის არაბეთის არასამთავრობო სამართალდამცავი ორგანიზაციის წარმომადგენელი, ჟურნალისტის მკვლელობასთან დაკავშირებულ საერთაშორისო გამოძიებას საუდის არაბეთის შიდა საქმეებში ჩარევას უწოდებს.
შეგახსენებთ, რომ ამერიკაში მცხოვრები, 59 წლის საუდის არაბეთის ოპოზიციონერი ჟურნალისტის, ჯამილ ხაშოგის გაუჩინარების შესახებ ცნობილი 2018 წლის 3 ოქტომბერს გახდა. ხაშოგი მას შემდეგ გაუჩინარდა, რაც სტამბოლში საუდის არაბეთის საკონსულოში საბუთების გასაფორმებლად მივიდა. თურქეთის პოლიციის განცხადებით, ჟურნალისტი საელჩოს შენობაში მოკლეს. საუდის არაბეთმა ჟურნალისტის საელჩოში გარდაცვალების ფაქტი აღიარა, თუმცა განაცხადა, რომ არ იცის, სადაა სხეული. ამასთან, ჟურნალისტ ხაშოგის მკვლელობასთან დაკავშირებით 18 ეჭვმიტანილია დაკავებული.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები