ტერაქტის შემზარავი კადრები ვრცელდება – ახალ ზელანდიაში დაღუპულთა რიცხვი 50-მდე გაიზარდა (ვიდეო+18)
ახალ ზელანდიაში, ორ მეჩეთში შეიარაღებულ თავდასხმას, რომელიც ტერაქტად გადაკვალიფიცირდა, 50-მდე ადამიანი ემსხვერპლა, ხოლო ათობით ადამიანი დაშავდა.
ადგილობრივი პოლიციის ცნობით, დაღუპულებს შორის ბევრი მიგრანტია, მათ შორის დევნილებიც.
როგორც მოგვიანებით გაირკვა, ბანგლადეშის კრიკეტის ნაკრები ზუსტად იმ დროს შედიოდა მეჩეთში, როდესაც სროლა დაიწყო. ინციდენტის შედეგად, მოთამაშეები არ დაშავებულან.
ჯერჯერობით უცნობია, რამდენი ადამიანი მონაწილეობდა თავდასხმაში. ამ დროისთვის დაკავებულია სამი ეჭვმიტანილი. ერთ-ერთი მათგანი 28 წლის ავსტრალიელი ბრენტონ ტარანტია. ის ვიდეოჩანაწერებს ავტომობილიდან აკეთებდა, სანამ მეჩეთამდე მივიდოდა და შემდეგ, ადამიანებს თავს დაესხა.
მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ინციდენტის დროს ორივე მეჩეთში 500-მდე ადამიანი იმყოფებოდა.