როგორ აღნიშნეს ქართველმა სამხედროებმა დამოუკიდებლობის დღე ავღანეთში (ფოტოკოლაჟი)

ქართველმა სამხედროებმა ავღანეთში საქართველოს დამოუკიდებლობის დღე აღნიშნეს. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სპეციალური სამთო-სადაზვერვო ბატალიონის სამხედრო მოსამსახურეებმა საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი საზეიმო ცერემონიალი ყანდაღარის პროვინციაში, საჰაერო ძალების ბაზაზე გამართეს. შესრულდა საქართველოს სახელმწიფო ჰიმნი. სამხედროებმა ISAF-ის მისიაში დაღუპულ გმირებს წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს.
სადღესასწაულო ცერემონიალს საქართველოს შეიარაღებული ძალების მთავარი სერჟანტი ალუდა კოპალიანი, საქართველოს თავდაცვის მინისტრის თანაშემწე ნოდარ ეფრემიძე და საქართველოს შეიარაღებული ძალების უფროსი წარმომადგენელი ISAF-ის მისიაში პოლკოვნიკი ჯონი ტატუნაშვილი დაესწრნენ. მათ ქართულ ქვედანაყოფს და მოწვეულ სტუმრებს სიტყვით მიმართეს და საქართველოს თავდაცვის მინისტრის ირაკლი ალასანიას და გენერალური შტაბის უფროსის, გენერალ-მაიორ ვახტანგ კაპანაძის მილოცვა გადასცეს. 40 ქართველი სამხედრო მოსამსახურე ISAF-ის მისიაში დაკისრებული სამსახურებრივი მოვალეობის კეთილსინდისიერად და მაღალხარისხიანად შესრულებისათვის „მადლობის სიგელით“ დაჯილდოვდა. ასევე, საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, დაკისრებული სამსახურებრივი მოვალეობის კეთილსინდისიერად და მაღალხარისხიანად შესრულებისთვის, ბატალიონის მეთაურის მიერ „მადლობა“ გამოეცხადა სპეციალური სამთო-სადაზვერვო ბატალიონის 41ჯარისკაცს.
ბატალიონის დისლოკაციის ადგილზე მეთაურმა ილია ტიკურიშვილმა და მაიორმა მარკ სეიმ (GLT) ISAF-ის მისიაში დაღუპულ გმირთა მემორიალი გახსნეს. ბატალიონის კაპელანმა, მამა პეტრემ მისიაში დაღუპული ქართველი სამხედრო მოსამსახურეების მოსახსენიებელი პარაკლისი გადაიხადა და პირადი შემადგენლობა დალოცა. ოფიციალური ცერემონიალის დასრულების შემდეგ სტუმრებისთვის მიღება გაიმართა, სადაც სპეციალური სამთო-სადაზვერვო ბატალიონის სამხედრო მოსამსახურეებმა სტუმრებს ქართული ჭიდაობის ილეთები უჩვენეს. ბატალიონის ჯარისკაცებმა სტუმრებს საქართველოს ისტორიის, კულტურის, თანამედროვე საქართველოს განვითარებისა, ასევე, ნატოსა და ევროკავშირთან ინტეგრაციის შესახებ პრეზენტაცია წარუდგინეს.

10370678_256333251239532_1938434628_n

10370708_256333241239533_1227167747_n

10406018_256333271239530_269879587_n

10417143_256333224572868_1594310397_n

10419807_256333301239527_121398749_n

10406018_256333271239530_269879587_n

10419807_256333301239527_121398749_n

[youtube url=”https://www.youtube.com/watch?v=S252yPVEGBw&feature=youtu.be” width=”560″ height=”315″]

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები