ზაზა მდინარიძე 17 წლამდე მოკრივეთა შორის ევროპის ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორია
საქართველოს სპორტის სამინისტროს ინფორმაციით, გერმანიის ქალაქ კინბაუმში 17 წლამდე მოკრივეთა შორის ევროპის ჩემპიონატი მიმდინარეობს.
მათივე ცნობით, ქართველი მოკრივე ზაზა მდინარიძე (52 კგ) ტურნირის ბრინჯაოს პრიზიორი გახდა. სპორტსმენმა ნახევარფინალი თურქ იეგით ქეშქინთან დათმო.
ნახევარფინალურ შეხვედრამდე ზაზა მდინარაძემ (52 კგ) მერვედფინალში ინგლისელი ბრაიდენ დაიერი დაამარცხა, მეოთხედფინალში კი ბერძენი ელეფტერიოს ზოურნატისი.
მიმდინარე ტურნირზე საქართველოს ნაკრებისთვის ეს მეორე მედალია. მოკრივე შალვა ბერიძემ (48 კგ) ნახევარფინალი უკრაინელ მიხაელო სიდორენკოსთან დათმო და ბრინჯაოს პრიზიორი გახდა.
ახალგაზრდა მოკრივეები ტურნირზე საქართველოს სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით იმყოფებიან.