„საუნჯის ოდისეა“ – დოკუმენტური ფილმის პრემიერა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში
თსუ-ის პირველ კორპუსში გაიმართა დოკუმენტური ფილმის – „საუნჯის ოდისეის“ პრემიერა, რომელსაც დაესწრნენ: თსუ რექტორი, აკადემიკოსი ჯაბა სამუშია, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახლგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონია, სტუდენტები, პროფესორები, მოწვეული სტუმრები.
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ინფორმაციით, ფილმი ეძღვნება ექვთიმე თაყაიშვილის მიერ გადარჩენილი განძის დაბრუნების 80 წლის იუბილეს და მოგვითხრობს ქართული საგანძურის დრამატულ თავგადასავალს. ისტორიკოსებისა და სამუზეუმო საზოგადოების შეფასებით, ფილმში ასახულია ემიგრაციის წლები, განძის გარეშე დარჩენილი საქართველოს რეალობა, გაცოცხლებულია ისტორიული მომენტები და განსაკუთრებული ყურადღება გამახვილებულია მნიშვნელოვან ექსპონატებზე.
ფილმის ავტორია ჟურნალისტი მარიკა ბაკურაძე.
ფილმი განხორციელდა კულტურის სამინისტროსა და შემოქმედებითი საქართველოს მხარდაჭერით.