Sky News: აშშ-ის ოფიციალური პირი აცხადებს, რომ რუსეთსა და უკრაინას შორის საკითხების 90% ბოლო მოლაპარაკებების შემდეგ გადაჭრილია

FILE PHOTO: The White House is seen at sunset on U.S. President Joe Biden's first day in office in Washington, U.S., January 20, 2021. REUTERS/Erin Scott

ამერიკელი ოფიციალური პირი აცხადებს, რომ რუსეთსა და უკრაინას შორის არსებული საკითხების 90% გადაჭრილია და მოლაპარაკებების მთავარი აქცენტი უსაფრთხოების გარანტიები იყო. ამის შესახებ ინფორმაციას Sky News-ი ავრცელებს.

ოფიციალური პირის თქმით, დონალდ ტრამპი მიიჩნევს, რომ მას შეუძლია რუსეთი აიძულოს, უკრაინას მე-5 მუხლის მსგავსი გარანტიები ჰქონდეს. ეს ნატოს პრინციპს ეხება, რომლის მიხედვითაც ნატოს ერთ წევრზე თავდასხმა ალიანსის ყველა წევრზე თავდასხმას ნიშნავს.

როგორც აშშ-ის ოფიციალურმა წარმომადგენელმა დასძინა, ბოლო მოლაპარაკებების შემდეგ რუსეთსა და უკრაინელებს შორის საკითხების შემსუბუქების კუთხით წინსვლა შეინიშნება და ტერიტორიებთან დაკავშირებით უფრო ღრმა დისკუსიები გაიმართა.

ამასთან, ოფიციალურმა პირმა განაცხადა, რომ რუსეთი მზად იქნება, დათანხმდეს უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებას, და აშშ-ის აზრით, რუსეთი შეთანხმებაში გათვალისწინებულ უსაფრთხოების გარანტიებს მიიღებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები