ახალ ზელანდიაში ორ მეჩეთზე თავდასხმა განხორციელდა – დაღუპულია 27 ადამიანი (ფოტო, ვიდეო)

ახალი ზელანდიის ქალაქ კრაისჩერჩში ორ მეჩეთზე შეიარაღებული თავდასხმა განხორციელდა. პოლიციის ინფორმაცით, მსხვერპლი დიდია.
ოთხი ეჭვმიტანილი – სამი მამაკაცი და ერთი ქალი დაკავებულია. ჯერჯერობით უცნობია, რამდენმა ადამიანმა მიიღო მონაწილება თავდასხმაში. პოლიცია სპეცოპერაციას განაგრძობს. ზუსტი ინფორმაცია დაღუპულების შესახებ, ამ ეტაპზე, არ ვრცელდება.
ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, სავარაუდოდ, 9-დან 27 ადამიანამდეა დაღუპული, ათობით ადამიანი კი – დაშავებული.
პოლიციის სპეცოპერაციის შედეგად, ამოღებულია ხელნაკეთი ასაფეთქებელი მოწყობილობები, ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა. ექსპერტების თქმით, ამოღებული მასალიდან გამომდინარე, დაგეგმილი თავდასხმა დიდ ხანს მზადდებოდა. პოლიციას, ჯერჯერობით, არ შეუძლია თქვას, რომ ყველა, ვინც დაკავებულია, უშუალო დამნაშავეა.
“ეს ერთ-ერთი ყველაზე შავი დღეა ახალი ზელანდიის ისტორიაში”, – განაცხადა ქვეყნის პრემიერმინისტრმა, ჯასინდა არდერნამ. მან ამ თავდასხმას ქვეყნის ისტორიაში უპრეცენდენტო ძალადობის აქტი უწოდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები