33 წელი ციხე და 148-ჯერ გამათრახება – რატომ სჯიან ირანელ ადვოკატს
ნასრი სოტუდეს სახელი ფართოდ არის ცნობილი ირანში და მის მიღმა. იურისტი, რომელიც სასამართლოებში ოპოზიციონერ აქტივისტებს იცავდა, მათ, ვისაც სიკვდილით დასჯა ემუქრებოდა და ქალებს, რომლებიც უარს ამბობდნენ ჰიჯაბის იძულებით ტარებაზე, ის თავადაც არაერთხელ მოხვედრილა ციხეში.
2018 წლის ივნისში, 55 წლის უფლებადამცველი კვლავ დააპატიმრეს და თეირანში ქალთა ციხეში მოათავსეს.
ჰიჯაბის სავალდებულო ტარების წინააღმდეგ პროტესტის გამოხატვა – დანაშაულია. ასეთი ბრალდებულებისთვის სამართლებრივი დახმარების გაწევას ირანის სასამართლო სისტემა ნაციონალური უსაფრთხოებისთვის მუქარის შემცველს უწოდებს.
ნასრი სოტუდე დანაშაულს არ აღიარებს. მოსამართლემ კი არა მარტო დამნაშავედ ცნო “პროსტიტუციის ხელის შეწყობაში, “ცოდვის ღიად ჩადენაში” და სხვა დანაშაულებებში, არამედ უმკაცრესი სასჯელი მიუსაჯა, რომელიც ირანის კანონმდებლობითაა განსაზღვრული.
სასჯელის შესახებ მას სანახავად ციხეში მისულმა ოფიციალურმა პირებმა ამცნეს – 33 წელი ციხე და 148 დარტყმა მათრახით. სოტუდემ ამის შესახებ მეუღლეს ტელეფონით უამბო.”საერ
თაშორისო ამნისტიამ” ამ სასამართლო პროცესს და მის შედეგს კაფკიანური უწოდა.