ყველში ჯანმრთელობისთვის საშიში ნივთიერებები აღმოჩნდა

“მომხმარებელთა ფედერაცია” ყველზე ჩატარებული კვლევის შედეგებს აქვეყნებს. როგორც “მომხმარებელთა ფედერაციის” ხელმძღვანელმა მადონა კოიძემ პრესკონფერენციაზე განმარტა, სხვადასხვა ქალაქში შეძენილი ყველის 50 ნიმუშიდან 35-ში ლაბორატორიული კვლევისას ადამიანის ჯანმრთელობისათვის საშიში ნივთიერებები აღმოჩნდა.
მისივე თქმით, ძირითადად, გლეხურ, ანუ ოჯახურ პირობებში დამზადებულმა ყველმა ვერ დააკმაყოფილა სტანდარტები. ხოლო ქარხნული წესით დამზადებული ყველი ლაბორატორიული შემოწმების დროს სუფთა აღმოჩნდა.
“საქართველოს მომხმარებელთა ფედერაციაში განხორციელდა ზარები რძის პროდუქტებთან დაკავშირებით. რძის პროდუქტები განსაკუთრებით მალფუჭებადი პროდუქტია, რომლებსაც შესაბამისი ტემპერატურული რეჟიმი სჭირდება სწორად შენახვისთვის. ჩვენ რამდენიმე ქალაქში შევისყიდეთ 50-მდე ყველი, მათ შორის, ტრადიციული, ქარხნული, სულგუნი. საგანგაშო მდგომარეობაა – 50 ნიმუშიდან 30-ში აღმოჩენილია ე.წ. კოლიფორმები, ანუ ნაწლავის ჯგუფის ტიპის ბაქტერიები და ხუთში აღმოჩენილია პათოგენი – ოქროსფერი სტაფილოკოკი. სიცხეში ეს პათოგენი გამოყოფს ენტეროტოქსინს, რომელიც 90%-ით აზიანებს მომხმარებლის ჯანმრთელობას და იწვევს კვებით ინტოქსიკაციას”,- განაცხადა მადონა კოიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები