კიევში ეკლესიასთან უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის წევრი მოკლეს

კიევში, შევჩენკოს რაიონში ეკლესიის შესასვლელთან მამაკაცის ცხედარი იპოვეს. მოკლული უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის წევრი აღმოჩნდა. მომხდარის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია პოლიციაზე დაყრდნობით ავრცელებს.
პოლიციამ ორი მამაკაცი დააკავა, რომლებიც სავარაუდოდ, მკვლელობასთან არიან კავშირში. როგორც ცნობილია, მოკლულ პირთან ბოლოს სწორედ ისინი ნახეს. სამართალდამცველების თქმით, მოკლულს თან საბუთები, ფული და ტელეფონი არ ჰქონია.
უკრაინული პრესის ინფორმაციით, მოკლული ალექსანდრ ბუხტატია. სიკვდილის სავარაუდო მიზეზი, თავის არეში ბასრი საგნით მიყენებული დარტყმაა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები