ნიგერიაში სკოლის და ბაღის შენობების ჩამონგრევის შედეგად, 18 ადამიანი დაიღუპა (ფოტო)
ნიგერიაში სკოლისა და საბავშვო ბაღის შენობის ჩამონგრევის შედეგად, 18 ადამიანი დაიღუპა, მათი უმრავლესობა ბავშვია, ერთი გარდაცვლილი კი ორსული ქალია.
დაშავებულია კიდევ 41 მოქალაქე. მომხდარის შესახებ ინფორმაციას გაზეთი “Nation” ავრცელებს.
შენობა გუშინ ჩამოინგრა, ნანგრევების ქვეშ ასამდე ადამიანი მოყვა. ინციდენტის ადგილზე სამძებრო-სამაშველო-სამუშაოები ამ დრომდე გრძელდება. მომხდარის მიზეზი, ჯერჯერობით, უცნობია.