აშშ-ში ერთძრავიანი თვითმფრინავების შეჯახებას მსხვერპლი მოყვა

ამერიკაში, კალიფორნიის ვუდლის აეროპორტში ორი ერთძრავიანი თვითმფრინავი ერთმანეთს შეეჯახა. ინციდენტის შედეგად, 1 ადამიანი დაიღუპა. მომხდარის შესახებ ინფორმაციას სააგენტო “Los Angeles Times” ავრცელებს.
შეჯახების შედეგად, ერთ-ერთ თვითმფრინავს ცეცხლი გაუჩნდა. დაღუპულის გარდა, ერთი ადამიანი მძიმე დაზიანებებით, საავადმყოფოშია გადაყვანილი.
ინციდენტის მიზეზი, ამ დრომდე უცნობია. საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები