კალიფორნიაში სიკვდილით დასჯა აიკრძალა
ამერიკის შტატ კალიფორნიის გუბერნატორმა, გევინ ნიუსომმა სიკვდილით დასჯის აკრძალვის ბრძანებას ხელი მოაწერა. აღნიშნული ინფორმაცია პოლიტიკოსის ოფიციალურ ვებგვერდზე ვრცელდება.
“ვინც სიკვდილით უნდა დასჯილიყო, ყველას უნდა გაუხანგრძლივდეს პატიმრობა და სიკვდილით დასჯა გაუქმდეს”, – ნათქვამია გუბერნატორის მიერ გამოქვეყნებულ ბრძანებაში.
დოკუმენტში ასევე აღნიშნულია, რომ დაკისრებული მორატორიუმი არ უზრუნველყოფს ციხის პატიმრების გათავისუფლებას და არ შეცვლის მსჯავრდებულის სასჯელს.