ტრამპმა ბოინგ – 737 Max-ის გამოყენება აკრძალა(ვიდეო)

ამერიკის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ბრძანება გასცა, დაუყონებლივ შეეჩერებინათ სამგზავრო ბოინგ- 737 Max 8-ისა და Max 9-ის ექსპლუატაცია, გასულ კვირას ეთიოპიაში მომხდარი ავიაკატასტროფის გამო. ამის შესახებ მან “თეთრ სახლში” გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
“ჩვენ გავცემთ დაუყონებლივ ბრძანებას, ბოინგ -737 Max 8 და Max 9 ტიპის სამგზავრო თვითმფრინავების ექსპლუატაციის შეჩერებაზე”,- აცხადებს დონალდ ტრამპი.
შეგახსენებთ, რომ ეთიოპიაში ბოინგ-737 Max-ის ჩამოვარდნის გამო, ევროკავშირის ქვეყნებმა ამ ტიპის თვითმფრინავების რეისები შეაჩერეს. მათ ნორვეგიაც შეუერთდა, მაგრამ ავიაგადამზიდმა კომპანიამ, “Norwegian Air”-მა განაცხადა, რომ არ აპირებს ტექნიკის გაჩერების გამო, იზარალოს და გეგმავს, რომ 18 ბოინგის ექსპლუატაციის შეზღუდვასთან დაკავშირებით ამერიკულ მწარმოებელს პრეტენზიით მიმართოს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები