ვენესუელაში ელექტრომომარაგება სრულად აღდგა
ვენესუელას კავშირგაბმულობისა და ინფორმირების მინისტრის განცხადებით, ელექტრომომარაგება დღეს მთელი ქვეყნის მასშტაბით აღდგება. ამის შესახებ ინფორმაციას პორტალი “El Pitazo” ავრცელებს.
ამასთან, მინისტრის განცხადებით, ელექტრომომარაგება ჯერჯერობით არ აღდგენილა მხოლოდ ბარუტას და ელ-ატილოს მუნიციპალიტეტების ზოგიერთ სექტორში, სადაც ელექტროსადგურებზე აფეთქება დაფიქსირდა.