დიდი ბრიტანეთის პარლამენტმა ქვეყნის ევროკავშირიდან შეთანხმების გარეშე გასვლას მხარი არ დაუჭირა
დიდი ბრიტანეთის პარლამენტმა ქვეყნის ევროკავშირიდან შეთანხმების გარეშე გასვლას მხარი არ დაუჭირა. შესაბამისად, ხვალ კანონმდებლებმა უნდა უყარონ კენჭი „ბრექსითის” გადავადებას. დიდმა ბრიტანეთმა ევროკავშირი 29 მარტს უნდა დატოვოს.
ევროკავშირის შეთანხმების გარეშე დატოვებას 308 დეპუტატმა დაუჭირა მხარი, წინააღმდეგი 312 იყო.
როგორც „ბიბისი” წერს, დღევანდელი გადაწყვეტილება იურიდიულად სავალდებულო არ არის, ამიტომ ის 29 მარტს ბრიტანეთის ევროკავშირიდან შეთანხმების გარეშე გასვლას არ გამორიცხავს.