ბრაზილიის სკოლაში არასრულწლოვნებმა ჯერ ბავშვები მოკლეს, შემდეგ კი სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულეს (ფოტო,ვიდეო +18)

ბრაზილიაში, ქალაქ სან-პაულოს ერთ-ერთ სკოლაში სროლის შედეგად, რვა ადამიანი დაიღუპა. ამის შესახებ ტელეარხი “Globo ” იუწყება.
მედიის ცნობით, ცეცხლი ორმა შენიღბულმა არასრულწლოვანმა გახსნა, რის შემდეგაც, სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულეს. დამნაშავეებმა 5 მოსწავლე და სკოლის ერთი თანამშრომელი იმსხვერპლეს. დაშავებულების შესახებ ინფორმაცია, ამ დროისთვის, არ ვრცელდება.
ინციდენტის ადგილზე საპატრულო და სასწრაფო დახმარების ბრიგადებია მობილიზებული. სკოლის შენობა შემოსაზღვრულია.
გავრცელებული ინფორმაციით, სკოლის შენობაში ფეთქებადი ნივთიერებები იქნა აღმოჩენილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები