ე.წ. კონტრაბანდული სპირტის საქმეზე დავით კეზერაშვილი გამართლდა

თბილისის საქალაქო სასამართლომ ე.წ. კონტრაბანდული სპირტის საქმეზე დავით კეზერაშვილი გაამართლა.
კეზერაშვილს სპირტის კონტრაბანდა და 13 მილიონამდე თანხის ქრთამად აღება ედებოდა ბრალად. ამასთან, სასამართლომ ამავე საქმეზე დამნაშავედ ცნო კეზერაშვილის სიძე მეირ ჯანაშვილი.
საქართველოში დავით კეზერაშვილის წინააღმდეგ სისხლის სამართლის სამი საქმეა აღძრული, რომელთა განხილვა თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარეობს. ერთი, კონტრაბანდული სპირტის საქმეა, მეორე კი – ტელეკომპანია “იმედის” და რიყის ტერიტორიის გასხვისების საქმე, სადაც თავდაცვის ყოფილი მინისტრი ბრალდებულია გიგი უგულავასთან ერთად. რაც შეეხება მესამე ბრალს, დავით კეზერაშვილს, თავდაცვის სამინისტროს შესყიდვების დეპარტამენტის ყოფილ უფროსთან ალექსანდრე ნინუასთან ერთად, ბიუჯეტის გაფლანგვით, 5 მილიონამდე ევროს მითვისებას ედავებიან.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები