კრემლის რეაქცია ამერიკის ანტირუსულ კანონებზე
კრემლი არ ელოდება ამერიკის კანონმდებლებისგან საღ შეფასებებს, ვინაიდან არამეგობრული, რუსოფობიური ხაზი გრძელდება.
ამის შესახებ დღეს რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.
“ცხადია, მსგავსი კანონპროექტები მხოლოდ ნეგატიურად იმოქმედებს, გრძელდება არამეგობრული, რუსოფობიური ხაზი. ასე ვთქვათ, გრძელდება ემოციური შთაგონება, ამიტომ, ჩვენ, რა თქმა უნდა, არ ველოდებით რაიმე საღ შეფასებებს ამერიკელი კანონმდებლებისგან, ვინაიდან ახლა ისინი ასეთი ემოციების ზეგავლენის ქვეშ იმყოფებიან. ეს ემოციები არ აძლევთ მათ საშუალებას ფხიზლად შეაფასონ გარემო და გამოავლინონ რაიმე პოლიტიკური ნება იმ მოქმედებებისკენ, რომლებიც, ჩვენი აზრით, ორივე ქვეყნის ინტერესებში შევიდოდა”, – განაცხადა პესკოვმა.