აშშ-მა რუსეთის წინააღმდეგ რიგი კანონპროექტები დაამტკიცა
ამერიკის კონგრესის წარმომადგენელთა პალატაში რიგი კანონპროექტები დაამტკიცეს, რომლებიც კრემლის პოლიტიკის წინააღმდეგაა მიმართული და შესაძლო კორუფციის გამოძიებას მოითხოვს, რომელიც რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის ქმედებებთანაა დაკავშირებული. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა “Настоящее время” ავრცელებს.
კერძოდ საქმე KREMLIN Act კანონპროექტს ეხება, რომლის მოკლე დასახელება ინგლისური აბრევიატურაა და “რუსეთის მხრიდან პროვოკაციის შეზღუდვისკენ” ერთგვარ მოწოდებას წარმოადგენს. კანონპროეტის თანახმად, ამერიკის ნაციონალური დაზვერვის დირექტორ დენ კოუტსს სამი დასკვნის მომზადება ევალება, რომელშიც რუსეთის ხელისუფლების პოლიტიკური განზრახვები იქნება შეფასებული.
ამასთან, კონგრესმენებმა კონონპროექტს მხარი ხმათა უმრავლესობით დაუჭირეს, რომელიც ამერიკის მთავრობას ყირიმის რუსეთის ტერიტორიად აღიარებას უკრძალავს.