ევროპაში ბოინგ-737 MAX-ის ფრენა აიკრძალა

საავიაციო უსაფრთხოების ევროპულმა სააგენტომ (EASA) ბოინგ-737 MAX-ის თვითმფრინავის ექსპლუატაცია დროებით აკრძალა. ამის შესახებ სააგენტოს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.
“ავიაკომპანია Ethiopian Airlines-ის ტრაგიკული ავარიის ET302 რეისზე საავიაციო უსაფრთხოების ევროპული სააგენტო ყველა ზომას იღებს, რათა უზრუნველყოს მგზავრების უსაფრთხოება და ევროპის მასშტაბით დროებით ზღუდავს ბოინგ-737 MAX-ის ტიპის თვითმფრინავის ექსპლუატაციას”,- ნათქვამია სააგენტოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები