ლონდონმა ევროკავშირიდან გამოსვლის გეგმა მოამზადა, გარიგება არ შედგება

​დიდი ბრიტანეთის პარლამენტმა დღეს “ბრექსითის” საკითხს გარიგების გარეშე უნდა უყაროს კენჭი. ევროკავშირიდან გარიგების გარეშე გამოსვლის შემთხვევაში, დიდი ბრიტანეთი პროდუქტის ფართო სპექტრზე იმპორტულ გადასახადებს შეამცირებს, რათა ჩრდილო ირლანდიასა და ირლანდიის რესპუბლიკას შორის ე.წ. “უხეშ” საზღვარს თავი აარიდოს. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა “The Guardian” ავრცელებს.
სასაზღვრო პუნქტის გეგმის მიხედვით, დიდი ბრიტანეთის საერთო იმპორტის 87% შესაძლოა გადასახადების გარეშე დარჩეს. ახლა ეს ციფრი 80%-ს შეადგენს.
ხელისუფლება ამ ქმედებით იძლევა დაპირებას, რომ არავითარ ახალ კონტროლს და შემოწმებებს არ შემოიტანს იმ საქონლისთვის, რომელიც ირლანდიის რესპუბლიკიდან ჩრდილო ირლანდიაში გადადის.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები