მადურო მოსახლეობას ვენესუელაში ელექტროენერგიის აღსადგენად ლოცვისკენ მოუწოდებს
ვენესუელას პრეზიდენტმა, ნიკოლას მადურომ სიტყვით გამოსვლის დროს მოსახლეობას მოუწოდებდა, ელექტროენერგია დაზოგონ და ელექტრომომარაგების სისტემის აღდგენისთვის ილოცონ.
“მე ახლა ვილოცებ ელექტრომომორაგების აღდგენისთვის და გთხოვთ, იყოთ ყურადღებიანები ყოველი დეტალის მიმართ, პიკის საათებზე ყველა ქალს, მამაკაცს, ბავშვსა და ახალგაზრდას ვთხოვ, ეკონომია გაუწიოს ელექტროენერგიას, შუქი მინიმალურად აანთეთ”,- განაცხადა ვენესუელას ლიდერმა.
ამასთან, მადურომ თანამემამულეებს სთხოვა, ვენესუელაში ელექტროენერგიისა და მშვიდობის სრული აღდგენისთვის ილოცონ.