ვატიკანის კარდინალს ბავშვებზე ძალადობის გამო 6-წლიანი პატიმრობა მიესაჯა
ვატიკანის კარდინალს, ავსტრალიის ყველაზე მაღალჩინოსან კათოლიკეს, ჯორჯ პელს არასრულწლოვნებზე სექსუალური ძალადობის გამო 6-წლიანი პატიმრობა მიესაჯა. მომხდარის შესახებ ინფორმაციას ტელეარხი “SBS” ავრცელებს.
მედიის ინფორმაციით, 77 წლის პელი სამი წელი და რვა თვე ვადამდე გათავისუფლების მოთხოვნის გარეშე მოიხდის სასჯელს.
მელბურნის სასამართლომ პელს 13 წლის ბიჭებზე სექსუალური ძალადობის 5 ფაქტი დაუმტკიცა.