ასპინძასა და დუშეთში გამწვანების აქციები მოეწყო

პრობაციის ეროვნული სააგენტოს ორგანიზებით, ასპინძასა და დუშეთში გამწვანების აქციები მოეწყო. სააგენტოს ინფორმაციით, სამცხე-ჯავახეთის პრობაციის ბიუროში აღრიცხვაზე მყოფმა ათმა პირობით მსჯავრდებულმა, პრობაციის ოფიცრებთან ერთად, ასპინძის რაიონში მდებარე წმინდა გიორგის სახელობის ტაძრის მიმდებარე ტერიტორიაზე მუხის ხის ნერგები დარგო. დუშეთის რაიონში წმინდა ნიკოლოზის სახელობის ტაძრის მიმდებარე ტერიტორია მოაწესრიგეს ადგილობრივმა პრობაციონერებმა და მათმა ოფიცრებმა. ეს უკვე ოცდამეერთე გამწვანების აქციაა, რომელიც მიმდინარე წელს, პრობაციიის ეროვნული სააგენტოს ორგანიზებით მოეწყო. ამ აქციების დროს 1000-ზე მეტი ხე დაირგო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები