ებრაელების მუზეუმში მომხდარ მკვლელობაში ბრალდებულს სამუდამო პატიმრობა მიესაჯა
ფრანგ ჯიჰადისტს, რომელმაც 2014 წელს ბრიუსელში ებრაელების მუზეუმში ოთხი ადამიანი მოკლა, სამუდამო პატიმრობა მიესაჯა.
მეჰდი ნემუშმა სირიაში “ისლამურ სახელმწიფოში” ერთი წელი გაატარა, ბელგიელი პროკურორები მას ევროპის პასპორტით დაბრუნებულ ერთადერთ ჯიჰადისტს უწოდებენ, რომელმაც ტერაქტი ევროპის ტერიტორიაზე მოაწყო.
33 წლის ნემუშმა 2014 წელს მუზეუმში კალაშნიკოვის ტიპის იარაღიდან ცეცხლი გახსნა. თავდასხმის შედეგად, 3 ადამიანი ადგილზე დაიღუპა – ცოლ-ქმარი ისრაელიდან და მოხალისე ფრანგი გოგონა, კიდევ ერთი საავადმყოფოში გადაყვანის შემდეგ გარდაიცვალა, ის კულტურის ცენტრის თანამშრომელი იყო.
ნემუშთან ერთად ფრანგ ნასერ ბენდერას ასამართლებდნენ, რომელიც ნემუშს იარაღის მოძიებაში დაეხმარა. ბენდერს 15-წლიანი თავისუფლების აღკვეთა შეუფარდეს.
“მრცხვენია, რომ მას ვიცნობდი, ის არ არის ადამიანი, ის ურჩხულია”, – განაცხადა ბენდერმა.
სასამართლოზე ნემუშის უკანასკნელი სიტყვები “ცხოვრება გრძელდება” იყო.
დაცვის მხარემ უკვე განაცხადა, რომ სასჯელს აპელაციაში არ შეიტანს.