ვანო ზარდიაშვილი: სოციალურ ქსელში ვითომდა ჩემს მიერ დაწერილი “ჩანახატი”, რა თქმა უნდა, სიცრუეა

საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატი ვანო ზარდიაშვილი უარყოფს იმ ფაქტს, თითქოსდა სოციალურ ქსელში გავრცელებული ამონარიდი “მემუარებიდან” მას ეკუთვნის. როგორც მან განმარტა, ტექსტში გამოყენებული ლექსიკა მას არ ეკუთვნის.
​დეპუტატის თქმით, ეს მის წინააღმდეგ არსებული ცილისმწამებლური კამპანიაა.
“საერთოდ არ ვაპირებდი ამ უნიჭო “სატირაზე” გამოხმაურებას, თუმცა სამწუხაროდ ბევრი ადამიანი შედის შეცდომაში. სოციალურ ქსელში გავრცელდა ვითომდა ჩემ მიერ 2007 წელს დაწერილი “ჩანახატი”. რა თქმა უნდა, აღნიშნული ინფორმაცია არის სრული სიცრუე, ვინც მიცნობს ერთი მარტივი მიზეზითაც მიხვდება, რომ ეს არ არის ჩემი ლექსიკა. მსგავსი ინფორმაციები ჩემს წინააღმდეგ არსებული ცილისმწამებლური კამპანიის ნაწილს წარმოადგენს და მხოლოდ და მხოლოდ მოსახლეობის შეცდომაში შეყვანას ემსახურება”, – წერს ვანო ზარდიაშვილი.
ცნობისათვის, “ფეისბუქში” ერთ-ერთმა გვერდმა გამოაქვეყნა ამონარიდი ნაკვესი მემუარებიდან “პრინციპული კაცის დღიურები ანუ გთხოვთ, მოკლედ”, რომლის მიხედვითაც, თითქოსდა აღნიშნული ვანო ზარდიაშვილს ეკუთვნოდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები