ჩინეთის წყლებში გემების შეჯახების შედეგად, 12 მეზღვაური უგზო-უკვლოდ დაიკარგა
ჩინეთის სანაპიროებთან ერთმანეთს გადამზიდი და მეთევზეთა გემები შეეჯახნენ, რის შედეგადაც ეს უკანასკნელი ჩაიძირა. მომხდარის შესახებ ინფორმაციას სააგენტო “ინტერფაქსი” ავრცელებს.
შეჯახება ჩინეთის აღმოსავლეთ პროვინცია ჩჟეცზიანთან წუხელ, გვიან ღამით მოხდა. 12 მეთევზე უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება. შეჯახების დროს, მეთევზეების გემზე 14 ადამიანი იმყოფებოდა, მაგრამ მხოლოდ ორის გადარჩენა მოხერხდა.
ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, სამძებრო-სამაშველო სამუშაოები, ამ დრომდე, გრძელდება.