ხატია მოისწრაფიშვილი: პრეზიდენტის ადმინისტრაციასა და თეა წულუკიანს შორის უთანხმოება გამორიცხულია

საქართველოს პრეზიდენტის პრესსპიკერის, ხატია მოისწრაფიშვილის თქმით, პრეზიდენტის ადმინისტრაციასა და თეა წულუკიანს შორის უთანხმოება გამორიცხულია. როგორც მან დღეს გამართულ ბრიფინგზე აღნიშნა, ადმინისტრაცია და იუსტიციის სამინისტროს შესაბამისი ერთეულები მუდმივ კომუნიკაციაში არიან.
„გიდასტურებთ, რომ არანაირი უთანხმოება საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციასა და იუსტიციის მინისტრს შორის არ არსებობს, მით უმეტეს, ამ კონკრეტულ საკითხთან დაკავშირებით, რომელიც ეხება იუსტიციის სამინისტროს დაქვემდებარებაში შეწყალების კომისიის გადატანას. საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან იუსტიციის სამინისტროს შესაბამისი ერთეულები არიან მუდმივ კომუნიკაციაში. არ არის არცერთი პასუხგაუცემელი კითხვა და გამოვრიცხავთ რამე უთანხმოებას პრეზიდენტის ადმინისტრაციასა და თეა წულუკიანს შორის“, – განაცხადა ხატია მოისწრაფიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები