თეა წულუკიანი: იუსტიციის მინისტრის თანამდებობა შეიძლება კახიშვილმაც და ნებისმიერმა სხვამაც დაიკავოს

იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი ფიქრობს, რომ მისი გადადგომის შემთხვევაში არაა გამორიცხული, სამინისტრო კახა კახიშვილმაც ჩაიბაროს.
წულუკიანის თქმით, ექნება თუ არა მას რაიმე თანამდებობა მმართველ გუნდში, ის ყოველთვის “ქართული ოცნების” მხარდამჭერი იქნება.
„სადაც არ უნდა ვიყო, ვიქნები „ქართული ოცნების“ ამომრჩეველი. ჩემი არჩევანი არ არის ზედაპირული, მე მჯერა ამ გუნდის, რომელიც შეიძლება გადახალისდა, ახალი სისხლი შემოუერთდა, ზოგი ერთმანეთს აკრიტიკებს შიგნით ან არ აკრიტიკებს, მაგრამ ეს არის ძალა, რომელიც სიკეთისკენ არის მიმართული. მე ამათ მხარეს ვიქნები ყოველთვის, მექნება თუ არა თანამდებობა. ​ჩემს ადგილას, რატომაც არა, შეიძლება იყოს კახიშვილიც და ნებისმიერი სხვაც“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები