თეა წულუკიანი: თუკი ჩემი პოზიცია არ იქნება გაზიარებული, ჩემს ადგილს ვხედავ მხოლოდ კაკულიების გუნდში

„თუკი ჩემი პოზიცია არ იქნება გაზიარებული, ჩემს ადგილს ვხედავ მხოლოდ ერთადერთ გუნდში, მას ჰქვია კაკულიების გუნდი, ეს არის ჩემი მეუღლე და ჩემი შვილი“ , – ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
მისივე განმარტებით, რა პოზიციაზეც არ უნდა იყოს იგი, მისი პოლიტიკური ადგილი „ქართულ ოცნებასთანაა“ და ის ყოველთვის „ქართული ოცნების“ ამომრჩეველი იქნება.
„რაც შეეხება პოლიტიკური ადგილს, ჩემი პოლიტიკური ადგილი არის და ყოველთვის იქნება „ქართულ ოცნებასთან“, რა პოზიციაზეც არ უნდა ვიყო. თუ არც ერთ პოზიციაზე არ ვიქნები, ისევ ვიქნები „ქართული ოცნების“ ამომრჩეველი და როგორც აქამდე ვიბრძოდი, მომავალშიც ვიბრძოლებ, რომ „ქართული ოცნება“ იყოს გამარჯვებული და არ დაბრუნდეს უბედურება, რომელსაც ჩვენ ერთად ვებრძოდით“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.
ამასთან, მინისტრმა არ დაასახელა საკითხი, რომელზეც გუნდში აზრთასხვადასხვაობაა და დისკუსია მიმდინარეობს.
მისი თქმით, თუ დღეს საკითხზე მიიღწევა შეთანხმება სამუშაო პროცესი ჩვეულებრივ გაგრძელდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები