თეა წულუკიანი: თანამდებობის დატოვებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღებისთვის ვფიქრობ, ერთი კვირა საკმარისია

“თანამდებობის დატოვებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღებისთვის ვფიქრობ, ერთი კვირა საკმარისია”, – ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა მისი თანამდებობის შესაძლო დატოვებაზე საუბრისას განაცხადა.
თეა წულუკიანი იმედოვნებს, რომ მისი პოზიციები გაზიარებული იქნება.
„ჩვენ გავაგრძელებთ დისკუსიას. ბევრი სასაუბრო პრინციპში, არაფერი დარჩა. ვფიქრობ, ერთი კვირა საკმარისია. ეს არ არის ის საკითხები, რაც გუშინ გავრცელდა. დისკუსია მაქვს აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებთან. ეს არის მინისტრის უფლებამოსილებების და სამინისტროს თემა, რომელზეც, როგორც გუშინ ვთქვი, იყო აზრთა სხვადასხვაობა და დისკუსიები მაძლევს იმის იმედის საფუძველს, რომ ჩემი პოზიციები გაზიარებული იქნება“, – აღნიშნა თეა წულუკიანმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები