მამუკა მდინარაძე: ჭორია, თითქოს, ვინმემ თქვა გუნდში, რომ თუ ღარიბაშვილი დაბრუნდება, ჩვენ წავალთო

ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე გავრცელებულ ინფორმაციას, რომ ირაკლი ღარიბაშვილის “ქართულ ოცნებაში” დაბრუნების შემთხვევაში, პარტიის გარკვეული წევრები გუნდს დატოვებდნენ, ჭორს უწოდებს.
“ჭორია, თითქოს, ვინმემ თქვა გუნდში, რომ თუ ღარიბაშვილი დაბრუნდება, ჩვენ წავალთო”, – განაცხადა მდინარაძემ.
რაც შეეხება მოსალოდნელ სამთავრობო ცვლილებებზე გავრცელებულ ინფორმაციას, მდინარაძე აცხადებს, რომ დეტალური ინფორმაცია არ აქვს.
„როცა მინისტრთა კაბინეტი საჭიროდ ჩათვლის, რომ გამოიტანოს სამთავრობო გუნდის გარეთ დეტალები, ჩვენც დეტალურად ვიქნებით ინფორმირებული და შეგვეძლება მსჯელობა. ჯერ რაიმეს დადასტურება არ შემიძლია”, – აღნიშნა მდინარაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები