შსს-მ გორში ქურდობის ფაქტი გახსნა

შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის შიდა ქართლის სამხარეო სამმართველოს თანამშრომლებმა, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ჩატარებული სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიების შედეგად, 1989 წელს დაბადებული გიგა ჭ. ქურდობის ბრალდებით დააკავეს.
უწყების ინფორმაციით, გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებულმა 6 მარტს, გორში, ჭავჭავაძის გამზირზე, სახურავიდან ფარულად შეაღწია კომპიუტერული ტექნიკის ერთ-ერთ მაღაზიაში, საიდანაც სხვადასხვა მოდელისა და დასახელების 72 მობილური ტელეფონი, 10 ციფრული ფოტოაპარატი, მონო და ბალიბარათები, ოპერატიული მეხსიერების პლატა, მეხსიერების ჩიპები, 4 პლანშეტური კომპიუტერი, „ტაოპრივატბანკის“ კუთვნილი 1 პლანშეტური კომპიუტერი და 310 ლარი მოიპარა. იმავე მაღაზიიდან მეორე მაღაზიაში შეაღწია, სადაც 2 ვიდეოკამერას, 14 ნოუთბუქს, 1 პლანშეტურ კომპიუტერს, მეხსიერების ჩიპებს ფარულად დაეუფლა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
გამოძიებით დადგინდა, რომ ნაქურდალი ნივთების საერთო ღირებულებამ 34 000 ლარი შეადგინა. სამართალდამცველებმა დაკავებულის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას მოპარული ნივთების მცირე ნაწილი ამოიღეს. დაკავებული დანაშაულს აღიარებს. გამოძიება ქურდობის ფაქტზე მიმდინარეობს.

[youtube url=”https://www.youtube.com/watch?v=YjOBeUpKhpo&feature=youtu.be” width=”560″ height=”315″]

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები