მამუკა მდინარაძე: გადაჭარბებული შეფასებაა, რომ წულუკიანმა გუნდს ულტიმატუმი წაუყენა – პარტიაში მისი საკითხი არ განხილულა

„გადაჭარბებული შეფასებაა თუ ვიტყვით, რომ რაღაც ულტიმატუმი წაუყენა თეა წულუკიანმა გუნდს, რადგან პარტიაში მისი საკითხი არ განხილულა“, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების” თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ, იუსტიციის მინისტრის მიერ პოსტის შესაძლო დატოვების შესახებ საუბრისას განაცხადა.მისი
თქმით, საპარლამენტო უმრავლესობაში თეა წულუკიანის საკითხზე მსჯელობა საერთოდ არ მიმდინარეობს.
„ძალიან გადაჭარბებული შეფასებაა თუ ვიტყვით, რომ რაღაც ულტიმატუმი წაუყენა გუნდს იმ პირობებში, როდესაც პარტიაში და პარლამენტში ამაზე საუბარი არ მიდის. პარტია “ქართული ოცნება” ამ თემებთან დაკავშირებით საქმის კურსში დეტალურად არ არის. მთავრობის შიგნით დალაგდებიან ამ საკითხზე და ამის შემდეგ გახდება ცნობილი. შემიძლია დაგიდასტუროთ, შემთხვევით არც ის გვითქვამს, რომ საპარლამენტო უმრავლესობაში თეა წულუკიანის საკითხზე მსჯელობა საერთოდ არ მიდის”,- აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.
შეგახსენებთ, გუშინ, თეა წულუკიანმა თანამდებობის შესაძლო დატოვებასთან დაკავშირებით განაცხადა, რომ თუ მისი პოზიცია არ იქნება გაზიარებული, რომელიც იუსტიციის სამინისტროს უფლებამოსილების ფარგლებში გადასაჭრელ თემას ეხება, მაშინ გვერდზე გაიწევა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები