შსს-მ ნარკოტიკის შეძენა-შენახვისთვის სომხეთის 2 მოქალაქე დააკავა

შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის პირველი მთავარი სამმართველოს მესამე სამმართველოს პირველი განყოფილების თანამშრომლებმა, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ჩატარებული სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, სომხეთის რესპუბლიკის მოქალაქეები – 1984 წელს დაბადებული არმენ ა. და 1985 წელს დაბადებული მინას მ. დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების ჯგუფურად უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით თბილისში დააკავეს.
შსს-ს ცნობით, სამართალდამცველებმა არმენ ა-ს პირადი ჩხრეკისას 1 შეკვრად დაფასოებული 1,88 გრ. ნარკოტიკული საშუალება ამოიღეს, რომელიც, ექსპერტიზის დასკვნით, კანაფის ფისს შეიცავს. მინას მ-ს პირადი ჩხრეკისას კი 11 შეკვრად დაფასოებული 7,77 გრ. ნარკოტიკული საშუალება ამოიღეს, რომელიც ექსპერტიზის დასკვნით, კანაფის ფისს შეიცავს. მინას მ-სგან ასევე ამოღებულია 4 აბი და აბის ნატეხი, რომელიც ექპერტიზის დასკვნით, 0,0333 გრ. ბუპრენორფინს შეიცავს. ნარკოლოგიური შემოწმებით, დაკავებულებს მარიხუანის და ბუპრენორფინის მოხმარების ფაქტი დაუდგინდათ. გამოძიება დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების ჯგუფურად უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტით).

[youtube url=”https://www.youtube.com/watch?v=_czM0uWb8ZY&feature=youtu.be” width=”560″ height=”315″]

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები