ანრი ოხანაშვილი: “რუსთავი 2”-ის მიერ გაკეთებული სიუჟეტი იყო შოუ

“რუსთავი 2”-ის მიერ გაკეთებული სიუჟეტი იყო შოუ“, – ასე შეაფასა საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ანრი ოხანაშვილმა ტელეკომპანიის მიერ მომზადებული სიუჟეტი, რომელშიც “თი-ბი-სი ბანკზე” განხორციელებული კიბერთავდასხმის საკითხი იყო განხილული.
ანრი ოხანაშვილის განცხადებით, მისთვის გაურკვეველია, უნდა დაინტერესდეს თუ არა ამ საკითხით საგამოძიებო ორგანო.
მისივე თქმით, ეს საკითხი პროკურატურის კომპეტენციაა.
„გავიგე თქვენი სიუჟეტიდან. “რუსთავი 2”-ის მიერ გაკეთებული სიუჟეტი იყო შოუ, ჩემი წარმოდგენით, ეს შთაბეჭდილება დამრჩა და კიდევ სხვა სიუჟეტები. თუმცა, საგამოძიებო ორგანოს გააჩნია კომპეტენცია განახორციელოს შეფასებები და იმსჯელოს საგამოძიებო ქმედებების დაწყებასთან დაკავშირებით, ეს არის მათი კომპეტენცია, კანონმდებელი პროკურატურის როლს ვერ შეითავსებენ,“ – ამბობს ოხანაშვილი.
შეგახსენებთ, რომ „თიბისი ბანკზე“ განხორციელებულ კიბერთავდასხმაზე განცხადება მამუკა ხაზარაძემ საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე გააკეთა.
მისი თქმით, ბანკზე ორკესტრირებული შეტევა, მათ შორის კიბერთავდასხმითაც, განხორციელდა, რის შესახებაც საგამოძიებო უწყება საქმის კურსში ჩააყენა, თუმცა გამოძიება ამ დრომდე წინ არ წასულა.
ბანკის უსაფრთხოების სამსახურმა კი შეტევის განეიტრალება მოახერხა და დაადგინა ის IP მისამართები, საიდანაც შეტევა დაიწყო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები