გია გვიჩიანისა და ნიკა ჩემიას სასამართლო განხილვა დღეს გაგრძელდება

სააპელაციო სასამართლო გიორგი გვიჩიანისა და ნიკა ჩემიას საქმეს განიხილავს. პროცესზე დაცვისა და ბრალდების მხარეები დასკვნით სიტყვებს წარმოთქვამენ.
სასამართლომ მტკიცებულებების გამოკვლევის ეტაპი უკვე დაასრულა. წინა პროცესზე ბრალდებულის ადვოკატებმა სასამართლო პალატის აცილების შუამდგომლობა დააყენეს, რაც მოსამართლემ არ დააკმაყოფილა.
შეგახსენებთ, რომ გიორგი გვიჩიანისა და ნიკა ჩემიას ბრალი 2002 წელს “თელასის” ფინანსური მენეჯერის ნიკა ლომინაძის მკვლელობის საქმეში ედებათ. გია გვიჩიანი, აღნიშნული მკვლელობის შეკვეთის ბრალდებით, 2006 წელს დააკავეს და მას უვადო პატიმრობა მიუსაჯეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები