ბოლტონი: მადუროს ეშინია გუაიდოს დაკავების ბრძანება გასცეს

ამერიკის პრეზიდენტის მრჩეველი ნაციონალური უსაფრთხოების საკითხებში, ჯონ ბოლტონი, თვლის, რომ ვენესუელას პრეზიდენტს, ნიკოლას მადუროს ეშინია გასცეს ოპოზიციის ლიდერის, ხუაჰნ გუაიდოს დაკავების ბრძანება, ვინაიდან ის, შეიძლება, არც შეასრულონ.
აღნიშნული “თეთრის სახლის” წარმომადგენელმა ტელეკომპანია “ABC”-თან ინტერვიუში განაცხადა.
“მე ვთვლი, რომ წამყვანი ძალა ახლა გუაიდოს მხარესაა. ამის ერთ-ერთი მიზეზი ისაა, რომ მადუროს ეშინია გასცეს შესაბამისი ბრძანება, ვინაიდან მას შეიძლება უარი უთხრან”,- აღნიშნა ჯონ ბოლტონმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები