ჩინეთში ბოინგ 737 MАХ-ის ექსპლუატაცია დროებით აიკრძალა

ჩინეთის მთავრობამ ქვეყნის ავიაკომპანიებს ბოინგ -737 MАХ-ის მოხმარება, ეთიოპიაში იმავე ტიპის თვითმფრინავის ჩამოვარდნის გამო, დროებით აუკრძალა. ამის შესახებ ინფორმაცია ჩინეთის სამოქალაქო ავიაციის სამმართველოს ვებგვერდზე ვრცელდება.
ასეთი ზომები ხელისუფლებამ ავიაფრენების უსაფრთხოების მიზნით მიიღო. მათი ცნობით, შეზღუდვები ოფიციალურად მას შემდეგ გაუქმდება, რაც მომხდართან დაკავშირებით კომპეტენტური ორგანოები გამოძიების შედეგებს გამოაქვეყნებენ.
შეგახსენებთ, რომ გუშინ, 10 მარტს, ქალაქ დებრე-ზეიტთან ახლოს, ეთიოპიის ავიალაინერი ჩამოვარდა, სადაც 157 მგზავრი იმყოფებოდა. ყველა მათგანი დაიღუპა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები