ტრამპი: ჰორმუზის სრუტის დაცვა მხოლოდ აშშ-ის პასუხისმგებლობა არ უნდა იყოს

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა, ამერიკული ძალების ჰორმუზის სრუტის დაცვის მიზანშეწონილობა ეჭვქვეშ დააყენა და მოკავშირეებს მოუწოდა, სრულად აიღონ პასუხისმგებლობა რეგიონის უსაფრთხოებაზე.

ტრამპმა გააკრიტიკა მოკავშირეები, რომლებიც, მისი შეფასებით, არასაკმარისად მონაწილეობენ რეგიონული უსაფრთხოების უზრუნველყოფაში, და მოუწოდა მათ, უფრო აქტიურად ჩაერთონ პროცესში.

მისი თქმით, იმ ქვეყნებმა, რომლებიც ყველაზე მეტად არიან დამოკიდებული სპარსეთის ყურის ენერგომატარებლებზე, თავად უნდა აიღონ მთავარი როლი აღნიშნული სტრატეგიული საზღვაო მარშრუტის უსაფრთხოების უზრუნველყოფაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები