ირანი აშშ-სა და ისრაელის წინააღმდეგ ახალი იარაღის გამოყენებას გეგმავს

ირანის სამხედრო წარმომადგენლები გეგმავენ გამოიყენონ იარაღი, რომელიც მათ შეერთებული შტატებისა და ისრაელის წინააღმდეგ ოპერაციის დროს აქამდე არასდროს გამოუყენებიათ, – ამის შესახებ ირანის არმიის წარმომადგენელმა, მოჰამედ აკრამინიამ განაცხადა.

„უახლოეს დღეებში ჩვენ გამოვიყენებთ იარაღს, რომელიც აქამდე არ გამოგვიყენებია“, – აღნიშნა მან.

შეგახსენებთ, 28 თებერვალს შეერთებულმა შტატებმა და ისრაელმა ირანში სამიზნეებზე დარტყმები დაიწყეს. თეირანი საპასუხო დარტყმებს ისრაელის ტერიტორიაზე, ასევე ახლო აღმოსავლეთში აშშ-ის სამხედრო ობიექტებზე ახორციელებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები