ირანის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ლარიჯანის მკვლელობას ტერორისტული თავდასხმა უწოდა
ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ირანის ეროვნული უშიშროების უმაღლესი საბჭოს მდივნის, ალი ლარიჯანის მკვლელობა ტერორისტული თავდასხმა იყო.
მანამდე, ისრაელმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ლარიჯანი თეირანში, ისრაელის თავდასხმის შედეგად, “ბასიჯის” მოხალისეთა ძალების მეთაურ გულამრეზა სოლეიმანთან ერთად დაიღუპა.
ირანის ხელისუფლებამ მათი სიკვდილი ოფიციალურად დაადასტურა.
“ასეთი ტერორისტული თავდასხმები არა მხოლოდ არ შეარყევს ირანელი ერის რკინის ნებას, შეინარჩუნოს უსაფრთხოება და დაიცვას ეროვნული ინტერესები, არამედ ისინი გააორმაგებენ ხალხისა და თანამდებობის პირების გადაწყვეტილებას, დაიცვან თავიანთი სამშობლო“, – ნათქვამია დეპარტამენტის განცხადებაში.