“ლიეტუვას პრეზიდენტი მეუბნებოდა, რომ დილის ხუთ საათზე დგება და პირველი შეხვედრა თავის თანამშრომლებთან აქვს რვაზე”

ლიეტუვას პრეზიდენტი გუშინ მეუბნებოდა, რომ დგება დილის ხუთ საათზე და პირველი შეხვედრა თავის თანამშრომლებთან აქვს რვაზე, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ლიეტუვას რესპუბლიკაში ქართველ სტუდენტებთან შეხვედრაზე განაცხადა.
მისი თქმით, საქართველო შრომის ევროპულ სტანდარტს უნდა დაუახლოვდეს.
„ეფექტური არის დილით, ადრე დაწყება და არც ისე გვიან დამთავრება. ეს მხოლოდ ერთ-ერთი პატარა მაგალითი არის და რეალურად, ალბათ ჩვენ გვჭირდება გადმოტანა სხვა სამუშაო კულტურის, პოლიტიკურ კულტურაზე რომ აღარაფერი ვთქვა”, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
მისივე განმარტებით, დღეს ქართული განათლების სისტემა ბოლომდე არ არის მორგებული შრომის ბაზრის საჭიროებებს.
„ჩვენ დღეს ქვეყანაში ვხვდებით იმას, რომ რეალურად განათლების სისტემა არ არის მორგებული იმ ბაზრის მდგომარეობას, რომელიც არსებობს ქვეყანაში. ერთის მხრივ, არის მაღალი მაჩვენებელი უმუშევრობის და მეორეს მხრივ, როცა იგივე სახელმწიფო ადმინისტრაცია, ან უცხოელი ინვესტორი ეძებს კადრებს, ცოტა ძნელი საპოვნელია. არის აცდენა ბაზრის და მომზადებულ კადრებს შორს. ეს არის, ალბათ, დღევანდელი ეკონომიკის ერთ-ერთი მთავარი პრობლემა და სწორედ ამიტომ უფრო დაზუსტებაა იმისი, თუ რა დასჭირდება ქვეყანას მომავალ წლებში”, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები