დავით კეზერაშვილს სასამართლო განაჩენს დღეს გამოუტანს

თბილისის საქალაქო სასამართლო საქმეზე დავით კეზერაშვილს ე.წ. კონტრაბანდული სპირტის განაჩენს დღეს გამოუტანს. მოსამართლის გადაწყვეტილება 13:00 საათზე გახდება ცნობილი.
ბიზნესმენი დავით კეზერაშვილი სიძესთან, მეირ ჯანაშვილთან ერთად არის ბრალდებული. მას ბრალად სპირტის კონტრაბანდა და 13 მილიონამდე თანხის ქრთამად აღება, ედება რასაც ბრალდებული არ აღიარებს.
კეზერაშვილის ადვოკატს, შოთა მინდელს გამამართლებელი განაჩენის მოლოდინი აქვს. ადვოკატის აზრით, იმ შემთხვევაში თუკი დავით კეზერაშვილი გამტყუნდა, მისი ექსტრადირების საკითხში არაფერი შეიცვლება. ბიზნესმენი დავით კეზერაშვილი, ქართული მხარის მოთხოვნის საფუძველზე, საფრანგეთში 2013 წლის 15 ოქტომბერს დააკავეს.
საფრანგეთის სასამართლომ საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრის, დავით კეზერაშვილის ექსტრადირებაზე უარი განაცხადა და გაათავისუფლა.
კეზერაშვილზე საქართველოში აღძრულ საქმეებს, მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის სამი საქმეა აღძრული, რომელთა განხილვა თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარეობს. პირველი, კონტრაბანდული სპირტის საქმე, მეორე კი – ტელეკომპანია “იმედის” და რიყის ტერიტორიის გასხვისების საქმე, სადაც თავდაცვის ყოფილი მინისტრი ბრალდებულია გიგი უგულავასთან ერთად. მესამე ბრალდება – კი დავით კეზერაშვილს თავდაცვის სამინისტროს შესყიდვების დეპარტამენტის ყოფილ უფროსთან ალექსანდრე ნინუასთან ერთად, ბიუჯეტის გაფლანგვით, 5 მილიონამდე ევროს მითვისებას ედავებიან.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები