არჩილ თალაკვაძე: ირაკლი ღარიბაშვილის დაბრუნება ჩვენი მხარდამჭერების შემოკრებას და მომავალი არჩევნებისთვის მზადებას ემსახურება

„ირაკლი ღარიბაშვილის დაბრუნება ჩვენი მხარდამჭერების შემოკრებას, პარტიის კიდევ უფრო მეტად კონსოლიდაციას და მომავალი არჩევნებისთვის მზადებას ემსახურება”, – აცხადებს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი არჩილ თალაკვაძე და ამ ეტაპზე სამთავრობო ცვლილებებს კატეგორიულად უარყოფს.
„ირაკლი ღარიბაშვილის დაბრუნება ჩვენი მხარდამჭერების შემოკრებას, პარტიის კიდევ უფრო მეტად კონსოლიდაციას და მომავალი არჩევნებისთვის მზადებას ემსახურება, სადაც თითოეული ჩვენი მხარდამჭერი არის ძალიან მნიშვნელოვანი. ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ არჩევნებამდე ჩვენ ყველა პროექტი და პროგრამა, რომელიც დავპირდით საზოგადოებას, შევასრულოთ და განვახორციელოთ. სამთავრობო ცვლილებებს ეს გადაწყვეტილება არ უკავშირდება,“ – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები