მამუკა მდინარაძე: შეწყალებასთან დაკავშირებით პრეზიდენტის მიდგომას მივესალმები

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე პრეზიდენტის განცხადებას გამოეხმაურა, რომელიც შეწყალების კომისიის იუსტიციის სამინისტროში გადასვლას ეხებოდა. მისი შეფასებით, სალომე ზურაბიშვილის მიდგომა ამ საკითხზე მისასალმებელია.
„წინა პრეზიდენტებს ჩვენც ვაკრიტიკებდით და ამის ობიექტური საფუძვლებიც იყო. რაც უფრო დახვეწილია პროცედურები და კრიტერიუმები, მით მეტადაა ხოლმე გამორიცხული სუბიექტური მიდგომა, დამოკიდებულება და ამის შესაძლებლობა. აქედან გამომდინარე, პრეზიდენტის ასეთი მიდგომა, უდავოდ მისასალმებელია. შეწყალების პროცესზე სუბიექტური გავლენების ნაკლებ რისკს შეიცავს“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
ცნობისათვის, სალომე ზურაბიშვილმა დღეს პარლამენტში გამოსვლისას შეწყალების საკითხზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ შეწყალების კომისიის იუსტიციის სამინისტროში გადასვლაა გათვალისწინებული.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები