“თუ ხელისუფლება პროპორციულ სისტემაზე უარს იტყვის, მაშინ დიდი პოლიტიკური ფასის გადახდა მოუწევს“

თუ ხელისუფლება პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე უარს იტყვის, მაშინ ძალიან დიდი პოლიტიკური ფასის გადახდა მოუწევს, – ამის შესახებ „თავისუფალი დემოკრატების“ აღმასრულებელმა მდივნმა ლევან სამუშიამ მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მისი თქმით, ოპოზიციური პარტიები 2020 წლიდან პროპორციულ სისტემაზე გადასვლის მოთხოვნით, ხელმოწერებს აგროვებენ და ეს ხელმოწერები მათ ხელში მნიშვნელოვანი ბერკეტი იქნება, რათა ხელისუფლებას ხალხის მოთხოვნა დაანახონ.
„ხელმოწერების მიზანია პროპორციულ სისტემაზე გადასვლა. ის ადამიანები, რომლებიც პროპორციული სისტემისთვის შიმშილობდნენ დღეს გვიმტკიცებენ, რომ ამ სისტემაზე მოგვიანებით უნდა გადავიდეთ ,ამ ეტაპზე მაჟორიტარული სისტემა უკეთესიაო. თვითონაც ვერ ამბობენ, რატომ არ უნდა გადავიდეთ პროპორციულ სისტემაზე. მაჟორიტარული სისტემა არის ხელისუფლებაში არასამრთლიანად დარჩენის ერთადერთი შესაძლებლობა, რასაც იყენებდა „ნაციონალური მოძრაობა“ და ახლა იყენებს „ქართული ოცნება“, ამ ბერკეტის ხელიდან გაშვება არ სურთ.
ხელმოწერები კონსტიტუციოურ პროცესია. ოპოზიციურმა გაერთიანებებმა დავაანონსეთ ეს. აქ სამართლიანი თამაშის წესების შესახებ შეთანხმებაზეა საუაბრი.
ის, რომ პრორუსული და პროდასავლური პარტიების იდეოლოგიები დაახლოევდა, ამაზე საუბარი ზედმეტია , ეს ზღაპარია. აქ საუბარია რაზეა, ყველას აქვს ერთი მოთხოვნა – იყოს თამაშის სამართლიანი წესები , ყველას ხმა ადეკვატურად იქნას ასახული პარლამენტში .
მიგვაჩნია, რომ ბევრ ხელმოწერას შევაგროვებთ, ქვედა ზღვარი 200 000-ია, მაგრამ ამაზე არავინ გაჩერდება.
ხელმოწერები იქნება ბერკეტი და მოთხოვნაზე უარის თქმის შემთხვევაში , ხელისუფლებას ძალიან დიდი პოლიტიკური ფასის გადახდა მოუწევს . მაშინ ხელისუფლებამ უნდა უთხრას საზოგადოებას , რომ მათი მოთხოვნა არ იქნა შესმენილი“- განაცხადა სამუშიამ.
ცნობისთვის, ოპოზიციურ პარტიებს შორის, რომლებიც 2020 წლიდან პროპორციულ სისტემაზე გადასვლას ითხოვენ, „ევროპულ საქართველოსთან“ და „ნაციონალურ მოძრაობასთან“ ერთად არიან, „რესპუბლიკური პარტია“, ნინო ბურჯანაძის პარტია, დავით უსუფაშვილი, ბაჩუკი ქარდავა, მამუკა კაციტაძე და სხვები.

თამუნა შეყილაძე

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები